„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის განცხადებით, აჭარაში სისტემური კორუფციაა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის მიხეილ ბოლქვაძის განცხადებით, ისევე როგორც მთელ საქართველოში, აჭარაშიც სისტემური კორუფციაა.

მისივე თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ აჭარის რეგიონში, სხვადასხვა კორუფციული გარიგებებით და პროექტით მილიარდამდე ლარი მოიპარა.

„როგორც საქართველოს ყველა კუთხეში, ასევე აჭარის რეგიონში, სისტემური კორუფციაა. ივანიშვილის კორუმპირებული მაღალჩინოსნების კვალი ყველა მუნიციპალიტეტში ჩანს. ივანიშვილის ხელისუფლებამ აჭარის რეგიონში მილიარდამდე ლარი მოიპარა სხვადასხვა კორუმპირებული გარიგებებით, სხვადასხვა პროექტზე.

ახლა ჩვენ ვიმყოფებით დანდალოს თემში, სადაც მოსახლეობას, რომელიც ახლა ჩემთან არის, მოპარეს მილიონამდე ლარი. მინდა მივმართო ანზორ ბოლქვაძეს, რომელიც იქნება ამ სოფელში და ქედას მაჟორიტარი კანდიდატი, რაიმე ნაბიჯი თუ გადაგიდგამთ ხალხის საკეთილდღეოდ?! ერთი თეთრი პანდემიის პირობებში თუ დაგიხარჯავთ ბიუჯეტიდან, ხალხის საკეთილდღეოდ?!

იმ პირობებში, როდესაც თქვენ ადამიანებს მოუწოდებდით ბატონო პრემიერო სახლში დარჩენას და სისუფთავის დაცვას, აი, ამ ადამიანებს ამ სოფელში წყალი არ ჰქონდათ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენი გუნდი, რომელმაც წლების განმავლობაში ბევრი კეთილი საქმე გააკეთა, ოქტომბერში გამარჯვების შემდეგ, იზრუნებს ამ ხალხზე და მათი პრობლემების მოგვარებაზე“,-განაცხადა მიხეილ ბოლქვაძემ.

ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს