ხობისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში GCF პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ” მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით ხობისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, აღნიშნული მუნიციპალიტეტები შვიდწლიანი პროგრამის ერთ-ერთი მთავარი საპილოტე ტერიტორიებია.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრები მიზნად ისახავდა, პროექტის ფარგლებში, ხობსა და აბაშაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას, ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეების მართვის ეროვნული სისტემის დანერგვას და კლიმატის ცვლილებით განპირობებული კატასტროფების რისკების შემცირებას.

„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკისა და ზიანის შემცირების ღონისძიების ეფექტიანობა დამოკიდებულია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ცნობიერების დონეზე, რომელშიც აქტიურად უნდა ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობა, საგანმანათლებლო ორგანიზაციები და მოწყვლადი ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მდინარე რიონზე არსებული საფრთხეების შეფასება, რუკების შედგენა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განსაზღვრა.

პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ საქართველოს და შვედეთის მთავრობების, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარეობის. პროექტის საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელ კომპონენტს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო