სახალხო დამცველი პრემიერ-მინისტრს მიმართავს

სახალხო დამცველმა ბიზნესსა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუს“ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, 2020 წლის 17 ივლისს ომბუდსმენი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას და ადამიანის უფლებებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების და სხვა ბიზნეს საწარმოების საკითხების შესახებ გაეროს სამუშაო ჯგუფის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშის გათვალისწინებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართა.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველი წერილში წუხილს გამოთქვამს ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულების დაბალ მაჩვენებელთან დაკავშირებით. ვინაიდან, მიუხედავად განხორციელებული რიგი ღონისძიებებისა, სხვადასხვა უწყებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული არაერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანის შესასრულებლად ქმედითი ღონისძიებები არ გატარებულა. ასევე, გარკვეულ შემთხვევებში, უწყებების მხრიდან სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შეუსრულებლობა განპირობებულია იმ გარემოებითაც, რომ საკითხი სცდება მათი კომპეტენციის ფარგლებს.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, სახალხო დამცველმა ბიზნესის და ადამიანის უფლებების მიმართულებით შეუსრულებელი აქტივობების, მომავალი სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის მიმდინარე პროცესის მიზნებისთვის, პრემიერ-მინისტრს შემდეგი მოსაზრებები/რეკომენდაციები წარუდგინა.

„მნიშვნელოვანია შესაბამისმა პასუხისმგებელმა უწყებებმა სამოქმედო გეგმის ვადის დასრულებამდე განახორციელონ ნაკისრი ღონისძიებები. ასევე, მომავალი გეგმის შემუშავების პროცესში სამუშაო ჯგუფმა გაითვალისწინოს, რომ მოქმედო სამთავრობო გეგმა სრულად არ ფარავს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებითა და ეროვნული საბაზისო კვლევით გათვალისწინებულ ყველა საკითხს.

აღსანიშნავია, რომ ქმედითი ღონისძიებები არ არის გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის მიზნით კომპანიებისათვის სამართლებრივი რისკების ეფექტიანი შეფასების (Due Diligence) ვალდებულების თვალსაზრისით და ამ მიმართულებით, დოკუმენტი მხოლოდ ცნობიერების ამაღლების უზრუნველყოფის ვალდებულებაზე მიუთითებს (ამოცანა 25.1.27).

სახალხო დამცველმა გამოთქვა მზაობა, ჩაერთოს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ საკითხებთან დაკავშირებით მომდევნო სამოქმედო გეგმის შედგენის პროცესში და სათანადო რეკომენდაციები/წინადადებები წარუდგინოს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემმუშავებელ უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სფეროს მიკუთვნებული გამოწვევების შესწავლას და მათთან დაკავშირებით, კანონმდებლობის შესაბამის რეაგირებას. მათ შორის, მოცემულ ეტაპზე, აპარატი მუშაობს სპეციალურ ანგარიშზე, რომელიც მიმოიხილავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების მარეგულირებელი კანონმდებლობის ეფექტიანობას და მის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა