კელი დეგნანი - რუსეთი შეეცდება, გამოიყენოს თავისი დესტაბილიზაციისკენ მიმართული აქტივობები საქართველოში

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოში საზოგადოება საკმაოდ გათვითცნობიერებულია რუსეთიდან მომდინარე რისკებისა და საფრთხეების შესახებ და იციან, რას შეიძლება, ელოდონ მისგან. აღნიშნულის შესახებ ელჩმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც შეეხებოდა რუსეთის სამხედრო წვრთნებს და საარჩევნო პერიოდში შესაძლო პროვოკაციებს.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტ ქვეყანაში საუბრობენ რუსეთის მხრიდან მათი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ. ელჩის განცხადებით, საქართველო ამ მხრივ რუსეთის სამიზნეა.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც ახალ ამბებს ვკითხულობ, უფრო და უფრო მეტი ქვეყანა საუბრობს რუსეთის ჩარევებზე სხვადასხვა ქვეყნის საკითხებში, მაგალითად, ამერიკის არჩევნები, ბრიტანეთში- "ბრექსითთან" დაკავშირებით, ასევე შოტლანდიის რეფერენდუმთან დაკავშირებით. როგორც ვხედავთ, გარკვეულწილად რუსეთმა ჩამოაყალიბა სქემა ამ მიმართულებით მუშაობის და საქართველო ნამდვილად არის სამიზნე მისი ამ აქტივობების. თუმცა, ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ქართული საზოგადოება საკმაოდ გათვითცნობირებულია ამ რისკებისა და საფრთხეების თაობაზე და მათ იციან, რას შეიძლება ელოდნენ რუსეთისგან. აშშ ამ მიმართულებით ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს, რომელიც ეხმარება მოსახლეობას იმაში, რომ შეძლონ გაარჩიონ დეზინფორმაცია ნამდვილი ფაქტებისგან, იქნება ეს ახალი ამბების კითხვისას, თუ სხვადასხვა წყაროებიდან მოწოდებული ინფორმაციის კუთხით, რადგან ასეთი ტიპის დეზინფორმაცია ყოველთვის მიმართულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ და დაბნეულობის შეტანისკენ. ზოგადად, გარემო საქართველოში საკმაოდ პოლარიზებულია და რა თქმა უნდა, რუსეთი შეეცდება, რომ გამოიყენოს თავისი დესტაბილიზაციისკენ მიმართული აქტივობები საქართველოში“, - განაცხადა დეგნანმა.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს