ანონსი  22 ივლისი

22 ივლისს, 10:30 საათზე, სასტუმრო "რუმსში" ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) ერთად, გამართავს ევროკავშირის მხარდაჭერით წარმართული „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის (FAIR)“ პროექტის დახურვის ღონისძიებას.

საკონტაქტო პირი: ანასტასია რაიკი, 595 124 999

22 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ჟ. შარტავას N7

22 ივლისს, 11:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ წამოწყებულ და დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროექტს მოეწერება ხელი. ღონისძიებაზე გპფ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან, თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტთან და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

მის. N76 ი. ჭავჭავაძის გამზირი

საკონტაქტო: მაიკო ჩიტაშვილი - 593260609

22 ივლისს, 11:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გურიის რეგიონში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის გადაცემულ სახლებს მოინახულებს.

მის: ქალაქი ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ.N32

საკონტაქტო: ნინი ტალახაძე - 595053650

22 ივლისს, 12:30 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე COVID-19-ის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობის შესახებ კომენტარს გააკეთებს.

მის: კახეთის გზატკეცილი 99

საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103

22 ივლისს, 13:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი განცხადებას გააკეთებს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

22 ივლისს, 14:00 საათზე, ქუთაისში, ცენტრალური მოედნის ტერიტორიაზე, „ონის ჰესების კასკადის“ მშენებლობის ნებართვის გაუქმების მოთხოვნით, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით დაგეგმილ აქციაში, ეკოლოგი და „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.

საკონტაქტო: 593544333 -ელენე ბერიძე

22 ივლისს 14:00 საათზე საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით შეხვედრა გაიმართება

თემა: რელიგიური უმცირესობების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

მის: მერაბ კოსტავას #75ბ

22 ივლისს, 15:00 საათზე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს და „ეივონ კოსმეტიკს საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს მოაწერენ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე და „ეივონ კოსმეტიკს საქართველოს“ დირექტორი, ანა ცხადაძე.

მის: გაეროს სახლი (ერისთავის #9)

საკონტაქტო: სალომე ბენიძე - 577 211 300

22 ივლისს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

22 ივლისს, 16:00 საათზე, პარლამენტში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართება

A კორპუსი, 304 ოთახი.

22 ივლისს, 16:00 საათზე, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება საზოგადოებას გალაკტიონ ტაბიძის რეაბილიტირებულ მემორიალურ ბინა-მუზეუმს წარუდგენს.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია დაესწრება.

მის: მარჯანიშვილის N4 (გალაკტიონის საცხოვრებელი სახლი).

საკონტაქტო პირი: ჯაბა სიხარულიძე - 577 28 87 87

22 ივლისს, 21.00 საათზე, სამოქლაქო მოძრაობა "შეცვალე" ორთაჭალაში შსს-ს შენობასთან გამართავს აქციას სახელწოდებით "ნუ მომკლავ, გამოიძიე დანაშაული".

რამაზ საყვარელიძე - არცერთ კვლევაში პატარა პარტიებისკენ არ მიდის ხმები, რადგან ჯერ ისევ „ნაციონალების“ და მისი ვარიაციების მიღება-არმიღებაა მწვავე საკითხი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2020
გიორგი პერტაია - სავაჭრო პალატა მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ ყველა პროგრამას ერთ ონლაინ პლატფორმაზე სთავაზობს
ბიზნესოპერაციები მობილური ტელეფონით - ტერაბანკის მობაილბანკი ბიზნესისთვის
ბუნებრივი რესურსების საკონსულტაციო მომსახურება - კოლიერსის და MMS-ის ერთობლივი პროდუქტი
მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
HR ბიზნეს სამიტი HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა
"მეამას" შენობა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო სივრცედ დასახელდა