შატილში ახალი სკოლა-პანსიონის მშენებლობა დაიწყო

სოფელ შატილში ახალი სკოლა-პანსიონის მშენებლობა დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, დღეს 20 მოსწავლეზე გათვლილი შენობის საძირკველი გაიჭრა. სამუშაოებს დუშეთის მუნიციპალიტეტის კონტრაქტორი კომპანია „პარვუს ჯგუფი“ ასრულებს.

„შატილის ახალი სკოლა-პანსიონის მშენებლობის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შარშან მას შემდეგ მიიღო, როდესაც სკოლის შენობა ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა.

სკოლა-პანსიონი პირიქითა ხევსურეთში ასეთი პროფილის ერთადერთი სასწავლებელი იყო.

ახალი პროექტის თანახმად, 550 კვადრატულ მეტრზე 2-სართულიანი შენობა აშენდება. სკოლაში განთავსდება სასწავლო, საძინებელი და დამხმარე ოთახები, ასევე – სველი წერტილები, რომელიც დაკავშირებული იქნება საევაკუაციო გასასვლელთან.

უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ძირითადი ნაგებობის გარეთ, დამონტაჟდება მყარ საწვავაზე მომუშავე გათბობის სისტემა, ხოლო სკოლის მშენებლობისას გამოყენებული იქნება თანამედროვე სტანდარტების მასალა- მოწყობილობები შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მშენებლობის დასრულება სექტემბრის დასაწყისში იგეგმება, რაც დიდწილად კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. დაფინანსების წყაროა მთის განვითარების ფონდი, პროექტის სავარუდო ბიუჯეტი კი 1, 5 მლნ ლარია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?