გამომძიებელი აცხადებს, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება

რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის გოგოს, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებისა და მეზობლების მიერ გამართულ აქციაზე საქმის გამომძიებელი მივიდა. ის გოგონას დედას ესაუბრა.

მისი თქმით, სოფელში აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები და მოწმდება ყველა საეჭვო ადგილი. როგორც მან აღნიშნა, სამძებრო სამუშაოებში ხვალიდან ვერტმფრენი ჩაერთვება.

"იქ ვარ დღე და ღამე, თქვენს მეუღლესთან მაქვს კავშირი. ყველგან შევედით, იმაზე მეტს ვაკეთებთ, ვიდრე ვაშუქებთ. ათასი ოპერატიული- საგამოძიებო მოქმედება ტარდება. დრონები მუშაობს. ხვალ დილიდან უნდა ჩაერთოს ვერტმფრენიც. თქვენს მეუღლეს ყოველწუთიერად ვაყენებთ საქმის კურსში. მოწოდებული ვართ მოკლე დროში ვიპოვოთ ბავშვი. თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, ჩვენც მოგვაწოდეთ", - განაცხადა გამომძიებელმა.

გოგონას დედა, თეონა თამაზაშვილი დაინტერესდა, რატომ არ ამოიღო დროულად გამოძიებამ მისი შვილის კომპიუტერი.

"მე ვიცი, რომ იქ მივიდა ფურგონი მანქანა, გაირკვა ვინ იყვნენ? კომპიუტერი რატომ არ გახსენით?“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

გამომძიებლის თქმით, ფურგონთან დაკავშირებით ყველაფერი გაირკვა.

"კომპიუტერი არის "ეფლის", რომელსაც ადევს პაროლი, გკითხეთ, არ იცოდით, ვმუშაობთ ამაზეც", - განუცხადა გამომძიებელმა გოგონას დედას.

აქციაზე იმყოფებოდა კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძეც.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ოჯახს გამოძიებასთან კითხვები ჰქონდა.

"აქ არიან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებმაც უკეთ იციან, როგორ ჩაატარონ საგამოძიებო მოქმედებები. თუ არის საშუალება, არ იქნება არანაირი აკრძალვა, ჩართავენ ოჯახს, ჩაიყვანენ, ანახებენ. თუ ეს საგამოძიებო საქმიანობას ხელს შეუშლის, მაშინ არ მოხერხდება. ყველა ღონისძიებას მიმართავენ, რომ ეს ამბავი, რაც შეიძლება სწრაფად იქნას გამოძიებული. მე არ მქონია იმის განცდა, რომ ოჯახს ჰქონდა პრობლემა გამოძიებასთან და იყო კითხვები. მხოლოდ დღეს გახდა ეს ცნობილი. დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა", - განაცხადა მან.

აქცია ფონიჭალაში ამ დრომდე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ახალგაზრდა ქალის სამძებრო სამუშაოებში დამატებითი ძალა ჩაერთოს.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის წინ სახლიდან ავოტმობილით გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 163-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ხათუნა ლაგაზიძე  - „ოცნება“ ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება - პლებისციტზე საუბარმა აზრი დაკარგა, მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უპირობოდ - რიგგარეშე არჩევნებზე
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ტერაბანკი ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად
Mastercard-ის ხელშეწყობით, ყოველთვიური ვებინარების სერია: „კოვიდ 19 გავლენა ტურიზმზე: საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ტენდენციები“ დაიწყო