საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულ ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, იგი საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა, რომელსაც გეგმურად შემოწმება ჩაუტარდა და ვირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული ქალი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ექიმების ინფორმაციით, კლინიკაში 10 ინფიცირებული მკურნალობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა