ალგეთის წყალსაცავის რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, ალგეთის წყალსაცავის რეაბილიტაციას იწყებს, - ამის შესახებ „ინტერპრენიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოები ითვალისწინებს წყლის დონის საზომი სისტემების, მეტეოროლოგიური სადგურის, ნაგავდამჭერის მოწყობას. ასევე, ქვედა ბიეფში წყალსატარის სარქველების რემონტს, საცემენტაციო გვირაბის გაწმენდასა და დაშრობას.

ჩატარებული სამუშაოები ქვემო ქართლში ათასობით ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ ლარამდეა. ალგეთის წყალსაცავზე არსებულ ვითარებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე და მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ მენეჯერი ლალი დურმიშიძე გაეცნენ.

პროექტი, რომლის განხორციელებაც უახლოეს დღეებში დაიწყება მსოფლიო ბანკის "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 12 თვეში უნდა განახორციელოს.

იხილეთ ვიდეო:ალგეთის წყალსაცავის რეაბილიტაცია იწყება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა