სავაჭრო პალატა - კვლევის თანახმად, ბიზნესის 53% დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნებას, 9% შემცირებას, 7% დასაქმებულთა ზრდას პროგნოზირებს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ COVID-19-ის ბიზნესზე გავლენის კვლევის მეორე ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული კომპანიების 53% დასაქმებულთა რაოდენობას შეინარჩუნებს, 31%-ს უჭირს პასუხი, კომპანიების 9 % შემცირებას პროგნოზირებს, ხოლო 7% -ს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის მოლოდინი აქვს.

„კვლევაში მონაწილეობა 1 553 ბიზნეს სუბიექტმა მიიღო, ძირითადად მცირე და საშუალო მეწარმეებმა საქართველოს რეგიონებიდან. გამოკითხულთა 89% რეგიონულ ბიზნეს, ხოლო 97% მცირე და საშუალო მეწარმეებს წარმოადგენს. კვლევაში 50 -მდე სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ამავე კვლევის მიხედვით, კომპანიების 43%-მა დასაქმებულებს ხელფასი უკვე შეუმცირა, კომპანიების 32%-მა ყველა დასაქმებულს ხელფასი სრულად შეუნარჩუნა, დასაქმებულების 20% სრულად ან ნაწილობრივ იმყოფებიან უხელფასო შვებულებაში, ხოლო კომპანიების 5%-მა სრულად ან ნაწილობრივ დაითხოვა თანამშრომლები სამსახურიდან.

კვლევა ჩატარდა 2020 წლის ივნისში, საგანგებო მდგომარეობის / ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის შემდეგ და წარმოადგენს ორეტაპიანი გამოკითხვის დასკვნით ნაწილს.

კვლევის ძირითადი მიმართულებები ეხება - კერძო სექტორის მიმდინარე ზარალის და გამოწვევების, ბიზნესის მოლოდინების, საშეღავათო პერიოდის, დისტანციური მუშაობისა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შეფასებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სავაჭრო პალატამ კვლევის პირველი ეტაპი 2020 წლის მარტში, საგანგებო მდგომარეობის / ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებამდე ჩაატარა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია