ნაძალადევის რაიონში, მახალდიანის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში მახალდიანის ქუჩის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, საგზაო ინფრასტრუქტურა 1 645 კვ.მ. ფართობზე მოწესრიგდა.

მათივე ცნობით, ძირითად ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ქუჩის ზედა მონაკვეთზე კი ბეტონის გზა მოეწყო. პროექტის ფარგლებში, ასევე, გრუნტის დამჭერი კედლები, კიბეები, ბორდიური და ტროტუარი მოეწყო. ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.

„ლოტკინის დასახლებაში დავასრულეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი. მახალდიანის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაახლოებით, 50 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. აქ იყო ძალიან დაზიანებული ქვაფენილი და მოსახლეობას უჭირდა გადაადგილება. ადგილობრივები დღეს უკვე სრულად კეთილმოწყობილი გზით სარგებლობენ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ცნობისთვის, აღნიშნული პროექტის ღირებულება 118 365 ლარია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა