გარდაბნის მერი - მუნიციპალიტეტში 10 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, სადაც ეპიდემიოლოგებმა მუშაობა დილიდან განაახლეს

საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 10 გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაფიქსირდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა განაცხადა, გაჩიანის დასახლების სოფლებში ეპიდემიოლოგებმა მუშაობა დილიდან განაახლეს.

,,ბოლო 24 საათში, 10 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, აქედან ერთი სოფელ ბირლიკში დაფიქსირდა, ორი აღთაკლიაში და 7 ყარათაკლიაში. ადგილზე ამ დროისათვის ეპიდემიოლოგთა სამი ჯგუფი მუშაობს და მიმდინარეობს მოსახლეობიდან „პისიარ“ ტესტირებისთვის ბიოლოგიური მასალის აღება. გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 344 პირის საკვლევი მასალა გადაიგზავნა, ამ დროისთვის ცნობილია 181-ის პასუხი და კორონავირუსზე დადებითი სამია, დანარჩენი 7 დასატურებული შემთხევა გუშინწინ გადაგზავნილი 75 პირის პი-სი-არ ტესტირების შედეგად გამოვლინდა“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა