ცაგერში, მწვანე თეატრიდან მურის ციხესთან მისასვლელი ბილიკების მოწყობა მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტში მწვანე თეატრიდან მურის ციხესთან მისასვლელი ბილიკებისა და კიბეების მოწყობა მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტი, რომლის ღირებულება 419 180 ლარს შეადგენს, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს დასრულდება.

მათი ინფორმაციით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან დავით ღუდუმიძესთან და ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი გუგავასთან ერთად გაეცნო.

„სოფელ ლასურიაშში ჭაბურღილისა და წყალსადენი მილების რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 148 256 ლარია. შემსრულებელი შპს" კაპიტალ გრუპ"-ია და სამუშაოები 28 ოქტომბერს დასრულდება.

აგრეთვე, ლასურიაშში და დეხვირში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 110 500 ლარია. შემსრულებელი შპს "თეგიკა უნივერსალია" და პროექტი 1 აგვისტომდე დასრულდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ