სოფელ ძველი ხიბულას წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

წყალმომარაგების კომპანიამ, საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისა და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ძველი ხიბულას წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 11 აგვისტომდე გაგრძელდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 18 თვეში უნდა დაასრულოს.

„დღეის მდგომარეობით, სოფელ ძველ ხიბულაში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს, მოსახლეობა ინდივიდუალურად მოწყობილი ჭებიდან მარაგდება. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ახალი სათავე ნაგებობა, რეზერვუარები და გამანაწილებელი ქსელი.

პროექტის განხორციელება საბოლოოდ აღმოფხვრის სოფლის წყალმომარაგების პრობლემას და ადგილობრივებს სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდებით უზრუნველყოფს. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო