რუსთავში ახლად რეაბილიტირებული კოსტავას გამზირი გაიხსნა

რუსთავში ახლად რეაბილიტირებული კოსტავას გამზირი გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ქალაქის ისტორიული ქუჩა, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილმა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანმა გახსნეს.

,,კოსტავას გამზირი არის ძველი ქალაქის ერთ-ერთი ისტორიული უბანი. პროექტი ორ ნაწილად იყო დაყოფილი და მოიცავდა, როგორც ფასადების სრულ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, ასევე გზის საფარის რეაბილიტაციას, არსებული რეკრეაციული სივრცის კეთილმოწყობას. ჩვენს მიერ მოხდა აღნიშნული ტერიტორიის აღდგენა, პროექტის ხანგრძლივობა იყო დაახლოებით ერთი წელი და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დახმარებით მოვახდინეთ ამ ქუჩის სრული რეაბილიტაცია. ხედავთ, რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა, პროექტის საერთო ღირებულება 6 მილიონ ლარამდეა. ეს ერთ-ერთი ღირებული პროექტია თუ არ ჩავთვლით სანიაღვრე სისტემის მოწყობის პროექტს, რომლის ღირებულება 13 მილიონ ლარამდეა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ღონისძიება ველორბოლით დაიწყო. ქუჩის შუაგამყოფ ზოლში მოწყობილ სკვერში, რუსთაველმა მუსიკოსებმა სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიციები შეასრულეს. ველორბოლის დასრულების შემდეგ კი რუსთაველი ველომოყვარულების დაჯილდოების ღონისძიებაც გაიმართა.

,,ვულოცავ რუსთაველებს ამ მშვენიერი ქალაქის კიდევ უფრო გალამაზებას. ტრადიციულად ლამაზი დღესასწაული მოეწყო დღეს და შესაბამისი მიზეზიც იყო - კოსტავას გამზირი სრულად რებილიტირებულია, რამაც დაამშვენა ეს უბანი და მთლიანად ქალაქი. მე მინდა მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომ არა მათი მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ფონდიდან თანხის გამოყოფა, გაჭირდებოდა ამ მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტის სრულყოფილად განხორციელება“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

უწყების ინფორმაციით, რუსთავში, კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტი ორ ნაწილად იყო გაყოფილი.

„ქუჩა, სადაც რამოდენიმე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული, დღეს მთლიანად რეაბილიტირებულია. პირვანდელი არქიტექტურული სტილის შენარჩუნებითაა აღდგენილი ფასადები, გამოცვლილია ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია და წყალარინების სისტემა. განახლებულია ასფალტის საფარი, სპეციალური ფილებითაა მოპირკეთებული ტროტუარები, მოწყობილია გარე განათების ენერგოეფექტური ქსელი, რეკრეაციული სივრცე, ველობილიკები, დახაზულია საპარკინგე ზონები და გადასასვლელები. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა