სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე გეოლოგიური კვლევები განხორციელდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, სამეგრელო - ზემო სვანეთის ტერიტორიაზე, საველე გეოლოგიური კვლევები განახორციელეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, კვლევები გეოლოგიური საფრთხეების ზონირების რუკების შექმნას და მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

მათი ინფორმაციით, კვლევების ფარგლებში მიღებული საბოლოო შედეგები ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დაცვას სტიქიურად განვითარებული გეოლოგიური პროცესების უარყოფითი ზემოქმედებისგან.

„გარდა ამისა, კვლევების შედეგები მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება მდგრადი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის. საველე კვლევები შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP Georgia) ახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა