მე-20 კადრირებულ ბრიგადაში რეზერვისტების დამსაქმებლებს უმასპინძლეს

თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში ტერიტორიული რეზერვისტების მორიგი გეგმური შეკრება გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, რეზერვისტების შეკრებას პირველად დაესწრნენ მათი დამსაქმებლები საჯარო და კერძო სექტორიდან, რომლებსაც სამხედრო ქვედანაყოფში თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ეროვნული გვარდიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ უმასპინძლეს. თელავში იმყოფებოდა ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადილე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანიც.

„ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიული რეზერვის დამსაქმებლებს მხარდაჭერისთვის, თავდაცვის ძალებთან და ეროვნულ გვარდიასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და დასაქმებულების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს და შეკრების ფარგლებში რეზერვისტთა მომზადების მიმართულებები გააცნეს. სტუმრებს ბაზის დათვალიერების, რეზერვისტების საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაცნობის შესაძლებლობაც ჰქონდათ. მათ საცხოვრებელი ყაზარმები, საკლასო ოთახები, მართვის ცენტრი მოინახულეს და იმ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს გაეცნენ, რასაც 201-ე ბატალიონის სარეზერვო ასეულში ჩარიცხული რეზერვისტები გადიან. ბაზაზე ვიზიტის ფარგლებში, დამსაქმებლებმა „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.

ღონისძიებაზე გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრებიც იმყოფებოდნენ. დასასრულს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა პირებმა და ბრიგადის მეთაურმა მოწვეულ სტუმრებს მადლობის სიგელები გადასცეს და იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება“,-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:მე-20 კადრირებულ ბრიგადაში რეზერვისტების დამსაქმებლებს უმასპინძლეს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს