ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატულმა თეატრმა ღია ცის ქვეშ წარმოდგენა გამართა

„ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატულმა თეატრმა“ პანდემიის პირობებში შეწყვეტილი სპექტაკლები განაახლა და მაყურებელს ღია ცის ქვეშ ეზოში უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, თეატრალიზირებული საღამო დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით თეატრის ეზოს კედელი მოიხატა და ღია სივრცის კეთილმოწყობისთვის საჭირო ინვენტარის უზრუნველყოფა მოხდა.

სასიამოვნო გარემოში თეატრის მსახიობებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მაყურებლებს სხვადასხვა სახის პერფორმანსი ორიგინალურად შესთავაზეს. სცენაზე მაყურებლის წინაშე ჭიათურის დრამატული თეატრის მსახიობების გარდა, პოეზიის საღამოთი მსახიობი მაკა შალიკაშვილი და სიმღერების კრებულით „კვარტეტი ჭიათურა“ წარდგა.

„ჯორჯიან მანგანეზი“ მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა