გიორგი ვოლსკი - არასრულწლოვანთა მკვლელობები წარსულშიც დაფიქსირებულა, თუმცა არავის უფიქრია ამ ფაქტორის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენება

ოპოზიციის განცხადებების მიზანია საზოგადოება დაარწმუნოს, რომ სადისტური მმართველობა თითქოს არის კრიმინოგენული ვითარების ერთადერთი წამალი, მიუხედავად იმისა, რომ სტასტიტიკა საპირისპიროს გვიჩვენებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასაუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, ათეულობით მკვლელობა, მათ შორის, არასრულწლოვანთა მკვლელობებიც არის დაფიქსირებული წარსულში, თუმცა არავის არასოდეს უფიქრია ამ ფაქტორის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენება.

"სახელმწიფო თავად ჩადიოდა დანაშაულს და ეს იყო ერთადერთი საკითხი, რაზეც ყურადღებას ვამახვილებდით. დღეს როცა დანაშაული ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ დემოკრატიულ სამყაროში, იმაზე საუბარი არც ერთ ქვეყანაში არ არის, რომ ერთი პოლიტიკური პარტია მეორეს მიუთითებდეს, თითქოს, ეს არის გაუარესება იმის გამო, რომ სადიზმი დააკლეს მმართველობას. ეს არის უზნეო პოლიტიკური გუნდის განცხადებები",- განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა