ადამ კინზინგერი - მხარს ვუჭერ საქართველოს დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ნატო-ში

მხარს ვუჭერ საქართველოს დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ნატო-ში - ფაქტი, რომ ასე იმუშავეთ წევრობისთვისდა ფაქტი, რომ რუსეთი თქვენს ოკუპაციას ახდენს, არსებითი მიზეზია, რომ ალიანსში მიგიღოთ“, - ამის შესახებ ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და კონგრესის აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მან ისაუბრა ოკუპაციის გავლენის შესახებ საქართველოს ნატო-ში შესაძლო წევრობაზე. კინზინგერის თქმით, სწორედ ის ფაქტი, რომ ნატო-ს ზოგი წევრი ამბობდა, რომ საქართველოს ნატო-ში მიღება იმიტომ არაა შესაძლებელი, რომ ქვეყანა ოკუპირებულია, ისაა, რაც რუსეთს დესტაბილიზაციის გაგრძელებისკენ აახალისებს.

„თუ რუსეთმა იცის, რომ შეუძლია, უბრალოდ ხელში ჩაიგდოს მოსაზღვრე ქვეყნების სადავო ტერიტორიები და ნატო მისცემს მათ უფლებას, მაშინ ეს მათთვის სახელმძღვანელოა. ჩემი აზრით, სიმართლე ისაა, რომ საქართველომ ნატო-ში გასაწევრიანებლად ბევრი იშრომა, ავღანეთის მისიაში ერთ სულ მოსახლეზე, აშშ-ს გარდა, ყველაზე დიდი რაოდენობით ჩაერთო, დემონსტრირება მოახდინა თავისი პარტნიორობისა და ბრძოლის უნარის - ბოლოს, როცა საქართველოში ვიყავი, დაჭრილი ქართველი გმირები ვნახე, რომელთაც იბრძოლეს როგორც რუსეთისგან საქართველოს დასაცავად, ასევე, ავღანეთში. ჩემი აზრით, ფაქტი, რომ ასე იმუშავეთ წევრობისთვის და ფაქტი, რომ რუსეთი თქვენს საზღვართანაა და თქვენს ოკუპაციას ახდენს, არსებითად მიზეზია იმისა, რომ ნატო-ში მიგიღოთ. ჩვენ ამით ვაჩვენებთ, რომ თუ თქვენ თავისუფლების მხარეზე დგახართ, ჩვენ თქვენს გვერდზე ვართ და არა იმას, რომ თუ რუსეთის გავლენის ქვეშ ხართ, მაშინ მიგატოვებთ - ვფიქრობ, ეს მთელი მსოფლიოს გარშემო ყველასთვის, მათ შორის უკრაინისთვის, მტკიცე მესიჯი იქნება. ასევე, არა მგონია, პუტინი ერთიან ნატო-სთან უგუნურად მოიქცეს, ეს ფაქტად ვიცი, აქედან გამომდინარე, სწორედ ამიტომ ვუჭერ მხარს საქართველოს დაუყოვნებელ წევრობას ნატო-ში“, - აღნიშნა კინზინგერმა.

კითხვაზე, უფრო მეტად ხომ არ გააბრაზებს რუსეთს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, კინზინგერმა დადებითი პასუხი გასცა, თუმცა აღნიშნა, რომ რეალურად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იქამდე მიდის, სადამდეც წინააღმდეგობას არ აწყდება.

„რა თქმა უნდა, ეს რუსეთს გააბრაზებს. მაგრამ ამასთანავე ვიცი ისიც, რომ რუსეთს არ შესწევს უნარი, ომში აშშ და ნატო დაამარცხოს, თუ ამას გადაწყვეტს. ისიც ვიცი, რომ ვლადიმერ პუტინს ესმის - ის მანამდე წაიწევს წინ, სანამ ბარიერს, კედელს გადააწყდება, მაგრამ როდესაც ამ კედელს დაეჯახება, მაშინ უკან დაიხევს. 2 წლის წინ აშშ-მ 200 რუსი ჯარისკაცი მოკლა სირიაში, რის შემდეგაც პუტინისგან ბევრი არაფერი გვსემენია. დიახ, ამჟამად პუტინს ყველაფერი აბრაზებს, რადგან მას წარუმატებელი ქვეყნის ხილვა სურს. მაგრამ ვფიქრობ, ფაქტია, რომ საქართველოს ნატო-ში წევრად მიღება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ბევრად უკეთესი იქნება და ეს ამ არეალში კონფლიქტს ბევრად ნაკლებად მოსალოდნელს გახდიდა.“, - განაცხადა კინზინგერმა „ინტერპრესნიუსთან“.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა