ირაკლი ბერაიას განცხადებით, საოკუაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით შესაბამისი სტრუქტურები აქტიურად მუშაობენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, საოკუაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ზაზა გახელაძის და ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების მიზნით ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურები აქტიურად მუშაობენ. მისივე თქმით, ამოქმედებულია ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის, ინფორმირებულები არიან საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

"არაერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იდგმება ნაბიჯები. ეს ადამიანები არიან ოკუპაციისგან გამოწვეული მძიმე შედეგების მსხვერპლი. ასევე 30 ივლისს დაგეგმილია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების 69-ე შეხვედრის გამართვა. ამ შეხვედრაზე ჩვენი მხრიდან დასმული იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც ბოლო შეხვედრიდან აქტუალური და პრობლემური იყო საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ეს ეხება ჩვენი მოქლაქეების უკანონო დაკავებებს, უკანონო ბორდერიზაციის პროცესებს და სხვა იმ საკითხებს, რაც ოკუპაციით გამოწვეულ პრობლემებს წარმოადგენს", - განაცხადა ბერაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა