გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა სტუდენტური სტიპენდიები დააწესა

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ წამოწყებულ და დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროექტს დღეს ხელი მოეწერა. ინფორმაციას გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი ავრცელებს.

მათი ცნობით, მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ: ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი, თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი რექტორის მოადგილე ალექსანდრე მოსიაშვილი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე.

მათივე ინფორმაციით, ფონდის მიერ ინიცირებული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს მომავალ პედაგოგებს, პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა. ფონდში აცხადებენ, რომ ამ მიზნის მისაღწევად გპფ მზადაა სტიპენდიებით წაახალისოს სამი უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტი-ახალგაზრდები, რომლებიც ხვალ ქვეყანის საშუალო განათლების პედაგოგიურ კონტინგენტს გააძლიერებს.

„დღეს, ფონდის ინიციატივით მემორანდუმი გაფორმდა სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც სტუდენტები პედაგოგის პროფესიას ეუფლებიან. ჩვენი ინიციატივის მიზანია კიდევ უფრო წავახალისოთ მასწავლებლის პროფესია და მეტი მოტივირებული და განათლებული ახალგაზრდა მოვიდეს ამ პროფესიაში. ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს წარმატებული პედაგოგები გვყავდეს საშუალო განათლების მიმართულებით და გახდეს მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო სასურველი“, - განაცხადა ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.

„მემორანდუმის საფუძველზე უკვე მიმდინარე წლიდან სტიპენდიები გამოიყოფა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც პედაგოგის პროფესიას ეუფლებიან და ამ სფეროში ახორციელებენ სამეცნიერო მუშაობას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა