ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ქვეითი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია

ფოთში, რუსთაველის რკალზე, მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ქალსა და ბავშვს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ორივე მათგანი დაშავდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი ქუჩაზე გადასვლას ცდილობდნენ.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ქალს თავის ტრავმა აღენიშნება, მოზარდს კი ზედაპირული ტრავმა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

იხილეთ ვიდეო:ავარია ფოთში - ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ქალსა და ბავშვს დაეჯახა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა