29 ივლისს ზუგდიდის სკეიტ პარკში ახალი პროექტი გაიხსნება

29 ივლისს, ზუგდიდის სკეიტ პარკში ახალი პროექტი, ,,ეთნოცენტრი -ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში" ოფიციალურად გაიხსნება.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, სკეიტ პარკში პავილიონების განთავსება დასკვნით ეტაპზეა. სამუშაო პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო.

„პროექტის მიზანი ტრადიციული რეწვის მწარმოებელთა ბიზნეს უნარებისა და სარეალიზაციო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, ტრადიციული რეწვის პროდუქციის გაყიდვისა და პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაა.

პროექტი მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც.

მოსაზრება, რომ ზუგდიდში არსებულიყო სივრცე, სადაც მეწარმეები თავიანთი პროდუქციის რეალიზებას შეძლებდნენ ადგილობრივ მეწარმეებს ეკუთვნით, რომლის განხორციელება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხდება”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა