„საგზაო ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ - 2020 წლის მეორე კვარტალში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 1 034 შემთხვევა დაფიქსრდა, დაიღუპა 69, დაშავდა 1372 პირი

2020 წლის მეორე კვარტალში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის სულ 1 034 შემთხვევა დაფიქსრდა. მათგან დაიღუპა 69, ხოლო დაშავდა 1372 პირი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაცია „საგზაო ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებით დაღუპულთა რიცხვი - 49%-ით, ხოლო საგზაო შემთხვევების რაოდენობა 16 %-ით შემცირდა. ასევე, დაშავებულთა რიცხვი შემცირდა 15%-ით. თბილისში დაიღუპა 13, ხოლო დაშავდა 584 პირი.

ორგანიზაციის ცნობით, შემთხვევების რაოდენობის მიხედვით დედაქალაქის შემდეგ ყველაზე მეტი 134 შემთხვევა იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაფიქსირდა, ხოლო აჭარაში კი - 102.

ავტოავარიაში ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთის რეგიონებში.

2020 წლის მეორე კვარტალში გარდაცვლილია 17 ქვეითად მოსიარულე და დაშავებულია – 230 ქვეითი.

საგზაო შემთხვევათა გამომწვევი მიზეზები ორგანიზაციის ცნობით არის:

1. შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა

2. მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება

3. დისტანციის დაუცველობა

4. სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში

რაც შეეხება იმას თუ რომელი სატრანსპორტო საშუალებები ხვდება ავტოსაგზაო შემთხვევებში ყველაზე მეტად, ესენია: 1. მსუბუქი ავტომობილი; 2. მოტოციკლი; 3. სატვირთო; 4. სამარშრუტო

„გასათვალისწინებელია, რომ აპრილის თვეში პანდემიის გამო სატრანსპორტო მოძრაობა ძირითადად პარალიზებული იყო, შეზღუდული იყო თითქმის ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, შესაბამისად მოსალოდნელი იყო მონაცემთა შემცირება, თუმცა საყურადღებოა დაღუპულთა ოდენობის განახევრება წინა კვარტალთან შედარებით, ხოლო საგზაო შემთხვევათა და დაშავებულთა რიცხვის მხოლოდ 15%-ით კლება, რაც მიანიშნებს გზებზე რისკის ზრდაზე და წესების ხშირ დარღვევაზე“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა