ბათუმში ახალგაზრდებმა მდუმარე აქცია გამართეს

ბათუმში ახალგაზრდებმა მდუმარე აქცია გამართეს. მათი თქმით, ისინი ქვეყანაში ბოლო პერიოდში გახშირებულ კრიმინალური ფაქტებს აპროტესტებენ.

როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, თითოეული ფაქტი საგამოძიებო ორგანომ დეტალურად უნდა შეისწავლოს და დამნაშავეები დასაჯოს.

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ხალხს კრიმინალებისგან ვერ იცავს.

"სისტემამ კი არ უნდა მოკლას ბავშვები ან ხელი დააფაროს, არამედ გამოიძიოს დაიცვას და დასაჯოს დამნაშავეები. მანკიერი სისტემა უნდა დაინგრეს და უნდა იყოს ისეთი სისტემები, რომლებიც დაიცავს ხალხს. ეს მდუმარე აქცია სწორედ იმ გახშირებულ ფაქტებს ეძღვნება, რომელიც ბოლო პერიოდში ხდება", - განაცხადა აქციის მონაწილე მზია ქედელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა