შსს-ში შაქარაშვილის საქმეზე ვახტანგ ახვლედიანი გამოიკითხა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის ვახტანგ ახვლედიანის გამოკითხვა დასრულდა.

როგორც ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა კახა წერეთელმა განუცხადა, დაისვა დამატებითი შეკითხვები, გარკვეული გარემოებები კი დაზუსტდა.

"ხვდებით, ალბათ, რა საქმესთან დაკავშირებითაც იყო გამოკითხვა. დაისვა დამატებითი შეკითხვები, გარკვეული გარემოებები დაზუსტდა. არ დავასახელებ კონკრეტულ გარემოებებს, რაზეც იყო საუბარი, თუმცა ვადასტურებ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვახტანგ ახვლედიანი დამატებით გამოკითხვაზე იყო დაბარებული და მან მისცა განმარტება იმ დეტალებთან დაკავშირებით, რაც აინტერესებდა გამოძიებას",- განაცხადა წერეთელმა.

ვახტანგ ახვლედიანი გამოკითხვაზე 6 საათზე მეტ ხანს იმყოფებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა