მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებული ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე ახალგაზრდობის სააგენტოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელს რეზო ჩარკვიანს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილული იქნა სააგენტოს რეფორმის „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის” ფარგლებში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგული ნაბიჯები და გეგმური აქტივობები, რომლებიც მუნიციპალიტეტებშია განსახორციელებელი ადგილზე ახალგაზდული სფეროს ეკოსისტემის შესაქმნელად.

ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღმა, ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციების და ახალი თანაბარი შესაძლებლობების მიცემას, რისთვისაც სააგენტოს შემუშავებული აქვს სამწლიანი რეფორმა ევროპული სტანდარტებით.

ხსენებული რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში, სააგენტო 6 ივლისიდან 10 რეგიონის 11 საპილოტე მუნიციპალიტეტს ეწვევა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა