სოფელ ოყურეშთან მისასვლელ გზაზე სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ოყურეშთან მისასვლელ და შიდა სასოფლო გზაზე ცემენტო ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 4 368 109 ლარს შეადგენს, პროექტის ფარგლებში 5კმ ბეტონის საფარის გზა მოეწყობა.

უწყების ინფორმაციით, სამუშაოებს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, პირველ მოადგილესთან დავით ღუდუმიძესთან და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი გუგავასთან ერთად ადგილზე გაეცნო.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს