მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევიდან სამის ინფიცირების წყარო უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 12 ახალი შემთხვევიდან 3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.

“დაგვემატა 12 ახალი დადასტურებული შემთხვევა - სულ 1085 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 4-ით და გახლავთ 911. ამ მონაცემების გათვალისწინებით, 196 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. 5 პაციენტი აქედან არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. 2 არის ახალი დადასტურებული შემთხვევა გაჩიანის წყაროდან, 2 იმპორტირებულია. სამი ინფიცირებულის წყაროს მოძიება გრძელდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 30 პაციენტიდან, ორის მდგომარეობა მძიმეა.

„ჩვენი ცენტრის მონაცემი ასეთია: გუშინ გვყავდა 28 დადასტურებული შემთხვევა არავინ არ გამოჯანმრთელებულა. დაგვემატა 2 ახალი შემთხვევა და გვყავს 30 დადასტურებული შემთხვევა. ამ 2 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 იმპორიტრებულია, ერთი კი გაჩიანის წყაროდანაა. ორივეს მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. 2 მძიმე პაციენტია თუმცა, მათთან სტაბილიზაცია მიღწეულია, მესამე დღეა დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა, ალბათ, ასე გაგრძელდება“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 1085-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 911-ს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა