პიპილეთი-ცხმორი-ფსორი-ბაჯიხევის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მთავრობის განკარგულებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ადგილობრივი მნიშვნელობის პიპილეთი-ცხმორი-ფსორი-ბაჯიხევის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო გზა, ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

მათი ინფორმაციით, არსებული გზა ძლიერ დაზიანებული და გრუნტის საფარით იყო წარმოდგენილი.

„ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის გზა სასწრაფოდ საჭიროებდა კაპიტალურ შეკეთებას. პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია 11.5 კმ-იან მონაკვეთზე ბეტონის საფარის, სანიაღვრე სისტემისა და წყალგამტარი მილების მოწყობა, ასევე ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია. პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 7 474 785 ლარია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა