სოლომონ პავლიაშვილი ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი კახეთის რეგიონში, სოფელ ჩუმლაყში არსებულ სამაცივრე მეურნეობაში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების სამუშაო პროცესს გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, წელს მოსავლის რეკორდული რაოდენობაა, ვინაიდან დაკრეფილი ატმისა და ვაშლატამას მოსავალი 22 000 ტონამდეა.

„დღეში, დაახლოებით, 600-დან 800 ტონამდე ხილი გადის ექსპორტზე. წელს მოსავლის დაბინავების პროცესში 21 სამაცივრე მეურნეობაა ჩართული. ყველა მათგანი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ატმის მოსავლის აღება-დაბინავების სამუშაოებზე, დაახლოებით, 2000-მდე ადამიანია დასაქმებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. სამინისტროს შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ, რომ ფერმერებს მოსავლის აღება-დაბინავების და რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნათ“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა აღნიშნა, წელს, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის რაოდენობა გაცილებით მეტია გასულ წელთან შედარებით. ფერმერები ბაზარზე არსებული ფასით კმაყოფილები არიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს