თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის მიერ დაზიანებული შენობების რეაბილიტაცია დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის მიერ დაზიანებული შენობების რეაბილიტაცია დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სოფელ კონდოლში, 16 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგად, 140-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა.

მათივე ცნობით, ზარალის დათვლა კვლავ გრძელდება, პარალელურად კი პროექტირება მიმდინარეობს.

„ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, უკვე დაიწყო გადაუდებელი აუცილებლობის მქონე სახლების გადახურვა და დაზიანებული შენობების რეაბილიტაცია. მიმდინარე სარემონტო სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ დავით ბეგიაშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ - გივი მეტრეველმა დაათვალიერეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა