სოფო კილაძე „ქართული ოცნების“ სიაში თემურ აბაზოვის შესაძლო ჩასმაზე - თუ იქნება გადაწყვეტილება გუნდში, ამაში ცინიკური და ცუდი არაფერია

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია, იქნება თემურ აბაზოვითუ არა "ქართული ოცნების" სიაში. თუმცა, თუ გუნდი ამას გადაწყვეტს, კილაძე პრობლემას ვერ ხედავს.

დეპუტატი ოპოზიციას ურჩევს "ქართულ ოცნებაზე" ნუ იზრუნებენ და აცხადებს, რომ გუნდი დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.

"არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა არის ყველანაირად მიუღებელი. თუმცა, მე რამდენადაც ვიცი, იყო სასამართლო ამასთან დაკავშირებით და დასრულდა პროცესი ამ პირის გათავისუფლებით. მესმის ოპონენტების ცინიკური დამოკიდებულება, მათ სხვანაირად არ შეუძლიათ, მაგრამ არის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი, ამ შემთხვევაში პირი უკვე თავისუფალია. მე არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ თუ იქნება გადაწყვეტილება გუნდში, ამაში ცინიკური და ცუდი არაფერია. ოპონენტები თუ "ქართული ოცნების" რეპუტაციაზე ზრუნავენ - ვნახავთ არჩევნებში, რამდენად არის "ქართული ოცნების" გუნდისთგის კონკრეტული ადამიანის საპარლამენტო სიაში ჩასმა დამაზიანებელი, მე ესე არ ვფიქრობ. თუმცა, ოპონენტები ნუ იზრუნებენ "ქართულ ოცნებაზე", ვიცით ისედაც არ ზრუნავენ, ყველა გადაწყვეტილება იქნება გუნდის სასიკეთოდ, ჩვენ ჩვენი გუნდის საზიანოდ არაფერს გავაკეთებთ,"- განაცხადა კილაძემ.

ცნობისთვის, მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციულ სიაში იქნება. რომელ ნომრად იქნება სიაში აბაზოვი ჯერ გადაწყვეტილი არაა. მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს. გამოძიება მას ელჩინ ალახვერდიევის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ედავებოდა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ აღნიშნულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. 2019 წლის თებერვალში თემურ აბაზოვმა მარნეულის მერის თანამდებობა დატოვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა