ქუთაისში „ზაფხულის საღამოების “ ფარგლებში ღონისძიებები 24 ივლისიდან დაიწყება

„ზაფხულის საღამოების“ ფარგლებში, ქუთაისის მერია ტრადიციულ ღონისძიებებს 24 ივლისიდან იწყებს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 24 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ქუთაისში სხვადასხვა უბანში ღია ცის ქვეშ გაიმართება მუსიკალური კონცერტები, ასევე კინო და თეატრალური ჩვენებები.

,,ზაფხულის საღამოები" „ოჩოს ქოხის“ კონცერტით გაიხსნება, რომელიც სულხან-საბას გამზირზე ახალი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.

ღონისძიებების განრიგი იხილეთ სრულად :

25 ივლისი - 13:00 „სიმონ არველაძის 100 წლის იუბილე“- ბოტანიკური ბაღი

თეატრი ღია ცის ქვეშ.

26 ივლისი - 16:00 „ მონატრებიდან მარადისობამდე“ - ბოტანიკური ბაღი.

სცენარის ავტორი - ნოდარ დუმბაძე;

რეჟისორი - თორნიკე მარჯანიშვილი

27 ივლისი - 16:00 „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ - ბოტანიკური ბაღი.

სცენარის ავტორი - ლაშა თაბუკაშვილი

რეჟისორი -თორნიკე მარჯანიშვილი

ქუთაისელი შემსრულებლების კონცერტი (მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი)

28 ივლისი - 18:00

➢ ჯგუფი Time

➢ ქეთი თურქაძე

➢ Dj ZAPA

29 ივლისი - 18:00

➢ გიორგი ტაბატაძის ბენდი

➢ როკ-ჯგუფი „ანარეკლი“

30 ივლისი - 18:00

➢ ინდირა ჯგერენაია

➢ ლაშა დადეშქელიანი და მიხეილ რობაქიძე Dj სეტი

კინოკვირეული „ ქუთაისი და ქუთათურები ქართულ კინოში“

(მონპლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორია)

27 ივლისი - 20:00 გახსნა ვასილ ამაშუკელი - „აკაკის მოგზაურობა რაჭა- ლეჩხუმში“

აკაკი წერეთლის 180 წლის იუბილე.

28 ივლისი - 21:00 „რეკორდი 40 წლის შემდეგ“ გოვენ ჭეიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჩვენება.

29 ივლისი - 21:00 ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ -„ იპოლიტე ხვიჩია“

„ფეოლა“ სცენარის ავტორი - რეზო გაბრიაძე; რეჟისორი ბაადურ წულაძე

„ბურთი და მოედანი“ სცენარის ავტორი - სულიკო ჟღენტი;

რეჟისორი გუგული მგელაძე

30 ივლისი - 21:00 ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ - „ოტია იოსელიანი“ 90 წლის იუბილე

კ/ფილმი „ჩქარი მატარებელი“

სცენარის ავტორი: ოტია იოსელიანი

რეჟისორი: ნანა მჭედლიძე

31 ივლისი - 21:00 „ჩემი მეგობარი ნოდარი“

სცენარის ავტორი: რეზო ჭეიშვილი

რეჟისორი: დავით რონდელი

3 აგვისტო - 21:00 „პიერი მილიციის თანამშრომელი“

სცენარის ავტორი: რეზო ჭეიშვილი

რეჟისორი: დავით რონდელი

4 აგვისტო - 21:00 “ მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი “

სცენარის ავტორები: რეზო ჩხეიძე, ანზორ ჯუღელი, სულიკო ჟღენტი, ამირან დოლიძე,

რეჟისორი: რეზო ჩხეიძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა