საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობას პოლკოვნიკი კობა გრიგოლია უხელმძღვანელებს. დასავლეთის სარდლობის შტაბს ახალი სარდალი ხონში, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა წარუდგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პოლკოვნიკ კობა გრიგოლიას მოადგილედ, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე დაინიშნა. მანამდე პოლკოვნიკ კობა გრიგოლიას II ბრიგადის, ხოლო ვიცე-პოლკოვნიკ მალხაზ კალმახელიძეს III ქვეითი ბრიგადის მეთაურების თანამდებობები ეკავათ.

„გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პოლკოვნიკებს ბრიგადების მეთაურობის თანამდებობაზე მუშაობის რანგში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავდაცვის ძალების მეთაურმა ყურადღება მათ პროფესიონალიზმზე გაამახვილა. პოლკოვნიკი კობა გრიგოლია თავდაცვის ძალებში 2000 წლიდან მსახურობს. გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში სამხედრო განათლების მიღების შემდეგ, მან მსახური სამხედრო სადაზვერვო ძალების ქვედანაყოფში დაიწყო. კობა გრიგოლიას საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს, იმყოფებოდა კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში წარმოებულ საერთაშორისო ოპერაციებში. მიღებული აქვს მედლები „საბრძოლო დამსახურებისთვის“, „სამშობლოსათვის თავდადებული“, „გენერალი კვინიტაძე“ და „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“, ასევე I, II და III ხარისხის უწყებრივი მედლები თავდაცვის უწყებაში უმწიკვლო სამსახურისთვის. ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე საქართველოს თავდაცვის ძალებში 1998 წლიდან მსახურობს. 2015 წელს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში, სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობის უფროსი წარმომადგენლის მოადგილედ მუშაობდა. მიღებული აქვს უწყებრივი მედლები „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“, „სამშობლოსათვის თავდადებული“, მედალი „მხედრული მამაცობისთვის“, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის და სხვა ჯილდოები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა