აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესატანი ცვლილება მზადაა

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესატანი ცვლილება უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომისთვის მომზადებულია.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს მე-18 სხდომაზე მიიღეს. კანონის პროექტი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარადგინა.

ბიურომ მხარი დაუჭირა ნინო ჩხეტიას მიერ წარმოდგენილ კიდევ ერთ საკითხს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წევრების ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურებს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა