ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა

ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ერთი ადამიანი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, ხოლო სამ დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია. ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა, სატრანსპორტო მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს