„ევროპული არდადეგების“ მორიგი ღონისძიება აჭარაში გაიმართა

პროექტის „ევროპული არდადეგები“ ფარგლებში ფოთსა და ბათუმში მცხოვრები 17-დან 22 წლამდე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ბათუმის ბოტანიკურ ბაღში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ერთდღიანი სემინარი ჩატარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აღნიშნული სემინარები ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს მეტი ინფორმაცია მიიღონ დასავლური ინტეგრაციის პროცესის უპირატესობებთან დაკავშირებით და ხელს შეუწყობს ანტიდასავლური პროპაგანდის, გავრცელებული მითებისა თუ სტერეოტიპების დაძლევას.

„სემინარის მონაწილე ახალგაზრდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი მიესალმნენ, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და პროექტის ყველა მონაწილეს წარმატება უსურვეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაზე ასევე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ნარდაიამ ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. სემინარის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა. ასევე, დევნილი ახალგაზრდებისთვის ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და დელფინარიუმში ექსკურსია მოეწყო. პროექტის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, მათი ჩართულობის ზრდა აღნიშნულ პროცესებში და საქართველოს შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საგანმანათლებლო პროექტში 300-მდე დევნილი ახალგაზრდა მონაწილეობს, რომლებიც საქართველოს 5 სხვადასხვა რეგიონს ეწვევიან, ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს მოინახულებენ და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ინფორმაციას მიიღებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს