მამუკა ჭელიძე განმარტავს, რატომ ვერ მოხერხდა პოლიციის მიერ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის პოვნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ჭელიძის განცხადებით, ადგილი, სადაც გარდაცვლილის ცხედარი საკუთარ ავტომობილში იპოვეს, სოფელი ხაიშიდან, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილში კამერებმა ბოლოს დააფიქსირეს, 15 კილომეტრითაა დაშორებული.

„საბოლოო შემთხვევის ადგილისკენ გამოკითხული მოქალაქეები არ მიუთითებდნენ. ფიქსაციის ლოკაცია იყო სხვაგან, სხვა არეალში, ამიტომ იმ დღეებში, იმ ადგილებში ავტომობილი ვერ იპოვეს. თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოები შეტყობისთანავე დაიწყო. ბოლო ლოკაცია, სადაც მისი მანქანა დაფიქსირდა, არის სოფელი ხაიში. მთელი რესურსი, დეტალურად შესწავლის მიზნით, ამ ტერიტორიისკენ მიემართა. სამწუხაროდ, ამ ლოკაციაზე ვერ მოიძიეს მისი მანქანა, რადგან დაახლოებით 15 კილომეტრის დაშორებით უკვე სხვა სოფელში, დაუსახლებელ ადგილში აღმოჩნდა გარდაცვლილის მანქანა, რომელიც შემთხვევით გავლილმა არასრულწლოვანმა მწყემსმა დააფიქსირა. დილით, დაახლოებით 10:00 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი გავიდა სახლიდან. დაახლოებით 20 წუთში ის ხაიშის ჭკვიანმა კამერებმა დააფიქსირეს, სადაც ჩანს, რომ ავტომობილს თვითონ მართავდა. ეს ადგილი შემთხვევის ადგილიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული. საბოლოო შემთხვევის ადგილისკენ გამოკითხული მოქალაქეები არ მიუთითებდნენ. ფიქსაციის ლოკაცია იყო სხვაგან, სხვა არეალში, ამიტომ იმ დღეებში, იმ ადგილებში ავტომობილი ვერ იპოვნეს“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა