მამუკა ჭელიძე - მნიშვნელოვანია,  გამოძიებამ გამორიცხოს ან დაადასტუროს ადამიანების თუ მოვლენების შემხებლობა ამ საქმესთან დაკავშირებით

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების კვალიფიკაციის შესახებ განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ გამორიცხოს ან დაადასტუროს ადამიანების თუ მოვლენების შემხებლობა ამ საქმესთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება კვალიფიკაციის ნაწილს, გამოძიება დაიწყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. ამ ეტაპზე, გამოძიება გრძელდება ამ კვალიფიკაციით და საგამოძიებო მოქმედებების და გამოძიების მთავარი ინტერესი და საგანი, როგორც წესი, ასეთ დროს არის კითხვებზე პასუხის გაცემა. ბუნებრივია, მესმის თქვენი და საზოგადოების ინტერესიც, გამოძიება ზუსტად ამ მიზნით მუშაობს.

თვითმკვლელობის ვერსიაც რომ არსებობდეს, თვითმკვლელობასაც აქვს სხვადასხვა კვალიფიკაცია, შეიძლება ადამიანი თვითმკვლელობამდე უბრალოდ მიიყვანოს გარკვეულმა პირობებმა, გარკვეულმა პირებმა, ამიტომ, კვალიფიკაციის შემხებლობა საგამოძიებო მოქმედების არეალთან, ამ ეტაპზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანია ის, რომ გამოძიებამ სრული სიზუსტით გამორიცხოს ან დაადასტუროს ადამიანების თუ მოვლენების გარკვეული შემხებლობა გარდაცვალებასთან“, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა