ანონსი  24 ივლისი

24 ივლისს, 10:30 საათზე, თბილისში „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა“ გაიხსნება. გახსნის ცერემონიას საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები დაესწრებიან.

მის: გუდამაყრის ქ.4

24 ივლისს, 11:00 საათზე, „პორშე ცენტრი თბილისი“ მედიის წარმომადგენლებისთვის „პორშეს“ პირველ ელექტრო ავტომობილის Taycan-ის პრეზენტაციას გამართავს.

მის: ღვინის ქარხანა #1 (პეტრიაშვილის ქ. #1)

საკონტაქტო: 577 99 19 10

24 ივლისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საფინანსო საკითხების ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე განცხადებას გააკეთებს. თემა: კომპანია „ფრონტერასთან“ დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მიმდინარე ეკონომიკური პროცესები.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

24 ივლისს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი განცხადებას გააკეთებს. თემა: კომპანია „ფრონტერასთან“ დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მიმდინარე ეკონომიკური პროცესები.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

24 ივლისს, 12.00 საათზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მშენებელ და საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიებთან ერთად გელათის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებს დაათვალიერებენ.

24 ივლისს, 21:00 საათზე, "ლელო საქართველოსთვის" ქალთა საბჭოს ინიციატივით, მთავრობის ადმინისტრაციასთან სოლიდარობის აქცია - "შვილების გადასარჩენად" გაიმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს