ალექსანდრე მოწერელია ჯავახიშვილის და ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ფოთში, ჯავახიშვილის და ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ჯავახიშვილის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, ატმოსფერული ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგური დაიდგა, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰაერის შემადგენლობას და დაბინძურების დონეს განსაზღვრავს.

„სადგურის დადგმის საკითხი ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებთან სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დაისვა. სამუშაო ჯგუფს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა ხელმძღვანელობს.

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დამონტაჟებული იქნა საგზაო ნიშნები, რაც სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას არეგულირებს. ჰაერის მონიტორინგის შედეგების შესწავლის შემდეგ დასახული იქნება შესაბამისი ღონისძიებები“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას