პრინცი ჰარი და მეგან მარკლი პაპარაცებს სასამართლოში უჩივიან

დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლე მეგანმა პაპარაცებს თავიანთი შვილის, არჩისთვის, ფოტოების უკანონონდ გადაღებისთვის კალიფორნიის შტატის უზენაეს სასამართლოში უჩივლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს

„სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას საჩივარი თავიანი მცირეწლოვანი ვაჟის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფოტოგრაფებისგან დაცვის მიზნით შეაქვთ და სურთ გამოამჟღავნონ და შეაჩერონ ისინი, ვინც ამ უკანონო ქმედებებისგან სარგებელს ნახულობს,“-აღნიშნულია პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყვილის მტკიცებით, 14 თვის არჩის ფოტოები დრონების საშუალებით უკანონოდ გადაუღეს.

ცნობისათვის, ამჟამად სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია, რომლებმაც სამეფო სტატუსზე უარი თქვეს, თავიანთ შვილთან ერთად ლოს-ანჯელესში ცხოვრობენ. მიმდინარე წლის აპრილში წყვილმა დიდი ბრიტანეთის უდიდეს ტაბლოიდებს, მათ შორის The Sun- ს და Daily Mail- ს, განუცხადა რომ ფაქტების „ყალბი და ინვაზიური გაშუქების“ გამო მათთან მომავალში "ნულოვანი ჩართულობა" ექნებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა