ირაკლი ქადაგიშვილმა რეგიონში ახალი ტურისტული კომპლექსი „ვილა გოდოლის" მშენებლობა დაათვალიერა

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისპირში, 56 ნომრიანი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის "ვილა გოდოლის" მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

"ვილა გოდოლის" მფლობელის განცხადებით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია 75- 80 ადგილობრივის დასაქმება, რისთვისაც წლიური სახელფასო ფონდი 1 მლნ. ლარის ოდენობით განისაზღვრა. სასტუმროს მშენებლობის დასრულების შემდეგ, ინვესტორი მეორე ეტაპის სამუშაოების დაწყებას გეგმავს, რაც, 7,5 ჰექტარზე ვენახის გაშენებასა და მაღალი კლასის ვილების მშენებლობას მოიცავს.

"ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ რუისპირში. ეს იქნება მაღალხარისხიანი სასტუმრო, რომლის საინვესტიციო ღირებულება 15 მლნ. ლარია. სესხის 11,5%-ი „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებშია დაფინანსებული. ასეთი ობიექტები ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს. მშენებლობაზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა, ობიექტის გახსნის შემდეგ, რა თქმა უნდა, აქცენტი გაკეთდება სოფელი რუისპირისა და გარშემო სოფლების მოსახლეობის დასაქმებაზე. ეს ადგილი ვითარდება, როგორც ტურისტული მიმართულების ახალი კლასტერი" , - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა. ცნობისთვის, სასტუმროს მშენებლობა 2019 წლის აგვისტოში დაიწყო და 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება. ტურისტული ობიექტის მშენებლობაზე სოფელი რუისპირის და გარშემო მდებარე სოფლების მოსახლეობა არის დასაქმებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს