ახმეტაში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ინვენტარიზაციის სამუშაოები გრძელდება

ახმეტაში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ინვენტარიზაციის სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, 56 000 ჰა ფართობზე საველე სამუშაოებში, 26 ახალგაზრდა მეტყევეა დასაქმებული. მეტყევე-ტაქსატორებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი შეხვდა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

ტყის ინვენტარიზაციის განხორციელებისათვის, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მოამზადა მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების სამთვიანი თეორიული და პრაქტიკული კურსი. სპეციალისტების მიერ გადამზადდა 26 ახალგაზრდა მეტყევე, რომლებიც ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდნენ. მეტყევე-ტაქსატორებს ეროვნულ სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი შეხვდა.

„სატყეო სექტორში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მომზადება. დარგის განვითარება დამოკიდებულია სწორედ ახალგაზრდა კვალიფიციურ კადრებზე, რომლის ნაკლებობასაც სექტორი წლების განმავლობაში განიცდიდა, შესაბამისად სატყეო საქმის სპეციალისტების გადამზადება და დასაქმება ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე, გასული წლის მსგავსად, სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება“, - განაცხადა არჩილ ნიკოლეიშვილმა.

„ახმეტაში ტყის ბოლო ინვენტარიზაციის სამუშაოები 1993 წელს განხორციელდა. პროცესს მხარდაჭერას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) უწევს. ტყის ინვენტარიზაცია ტყის მდგრადი მართვის წინაპირობაა, რომლის მეშვეობით ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასება და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვა ხდება. მას 10-წლიანი სარევიზიო პერიოდი აქვს. პროცესის აღდგენა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2013 წლიდან შეძლო. დღეისათვის, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია განახლებულია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 232 316 ჰა ფართობისათვის და მომზადებულია ტყის მართვის 10-წლიანი გეგმები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეტ ვიდეო:ახმეტაში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ინვენტარიზაციის სამუშაოები გრძელდ

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა