თბილისის ზღვაზე დასუფთავების აქცია დაიწყო

„თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის, მიმდებარე ფერდობებისა და გამწვანებული ტერიტორიების დასუფთავების მასშტაბური აქცია დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, კომპანიის თანამშრომლები ზღვის მიმდებარე ტერიტორიას საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმენდენ.

მათი ინფორმაციით, დასუფთავების აქციაში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ 80 თანამშრომელი და ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც.

„აქცია ერთი კვირის განმავლობაში, ტერიტორიის სრულ დასუფთავებამდე გაგრძელდება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო. „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრისგან თავი შეიკავონ და ის ნაგავშემკრებ კონტეინერებში მოათავსონ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა