არჩილ თალაკვაძე - ერთი სააგენტოს უსაფუძვლო ინფორმაციაზე სახელმწიფოები კომენტარებს ვერ გავაკეთებთ და ვერანაირ შეშფოთებასაც ვერ გამოვხატავთ

ერთი რომელიმე სააგენტოს უსაფუძვლო ინფორმაციაზე ჩვენ, სახელმწიფოები კომენტარებს ვერ გავაკეთებთ და ვერანაირ შეშფოთებასაც ვერ გამოვხატავთ, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ აზერბაიჯანული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს გავლით სომხეთში აზერბაიჯანის წინააღმდეგ განკუთვნილი ნაღმტყორცნები ჩაიტანეს.

თალაკვაძის თქმით, საქართველოს თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან კარგი ურთიერთობა აქვს და ეს ურთიერთობები მომავალშიც შეუფერხებლად გაგრძელდება.

„ეს არის ერთი კონკრეტული მედიასაშუალების ვერსია, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია. ჩვენ ჩვენს მეზობლებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს კარგი ურთიერთობა და ასევე რასაკვირველია, ეს მომავალშიც იქნება ჩვენთვის პრიორიტეტი, რათა ეს ურთიერთობები შეუფერხებლად გაგრძელდეს. არავითარი საფუძველი ამ ინფორმაციას არ აქვს და გარწმუნებთ, რომ წუხილები საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში არ შეიძლება იყოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანული გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს გავლით სომხეთში აზერბაიჯანის წინააღმდეგ განკუთვნილი ნაღმმტყორცნები ჩაიტანეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა