ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - აბარსა და ჟოშხაში წყალმომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - აბარსა და ჟოშხაში წყალმომარაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამუშაოებს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან და მერის პირველ მოადგილესთან გიორგი დონაძესთან ერთად გაეცნო.

არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგება რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სამუშაოები ეტაპობრივად გაგრძელდება.

„მიმდინარეობს სოფელ აბარის წყლის რეაბილიტაცია, რომლის შემსრულებელი შპს "ჯორჯიან პლასტიკია". პროექტის ღირებულება 148 512 ლარს შეადგენს. მიმდინარეობს სოფელ ჟოშხაში წყალსადენის მთავარი მაგისტრალის შეცვლა. შემსრულებელი შპს "ჯითი ჰოლდინგია" და პროექტის ღირებულება 248 737 ლარია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს