ქვემო ქართლის რეგიონში კალიების საწინააღმდეგოდ 25 ათასამდე ჰა ფართობი დამუშავდა

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს აღმოსავლეთ საქართველოში კალიის საწინააღმდეგო ღონისძიბებს. ქვემო ქართლის რეგიონში სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით შესაბამისი პრეპარატით სულ 25 ათასი ჰექტარია დამუშავებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას, სასოფლო-სამურნეო კულტურების დაცვას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.

საშიში მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ყოველწლიურად ტარდება. დღეისათვის აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგოდ სულ დამუშავებულია 50 ათასამდე ჰა ფართობი.

მონიტორინგის და ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით ყოველწლიურად ტარდება ტრანსასაზღვრო კვლევები საქართველოს და მეზობელი ქვეყნების მცენარეთა დაცვის სპეციალისტების მონაწილეობით.

იხილეთ ვიდეო:ქვემო ქართლის რეგიონში კალიების საწინააღმდეგოდ 25 ათასამდე ჰა ფართობია დამუშავებული

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს